დონალდ ტრამპი კითხვაზე, აპირებს თუ არა ვიქტორ ორბანზე ზეწოლას, რათა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა – ის ჩემი მეგობარია, არ მილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობ, თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს და ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა პირადად ჩაერიოს, რათა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაარწმუნოს, რომ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.
კერძოდ, ტრამპმა უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე ზეწოლას, რათა მან შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.
“ის ჩემი მეგობარია. მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს [რუსული ნავთობის შესყიდვა] და ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი“, – განაცხადა ტრამპმა.