დონალდ ტრამპი – კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა

კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპს ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, ასევე, განიხილებოდა თუ არა მათ შეხვედრაზე რუსეთსა და ს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
“არა, არა. უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ არის. ის რეალურად ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგჯერ ცოტათი რთული პერიოდები გვქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო…
შეხვედრიდან რაც გამოვიტანე – რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო – მას ამის [ომის] დასრულება სურს. ვფიქრობ, კარგი დროა დასასრულებლად.
ვაპირებ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვნახავ შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება…
კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ბევრ კარგ ადამიანთან, დიად ლიდერებთან. ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა”, – განაცხადა ტრამპმა.