დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ტარიფებს 10%-ით ზრდის

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
-ის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რონალდ რეიგანის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური რეკლამის გამოქვეყნებაა.
ტრამპის მტკიცებით, რეკლამა ყალბია და ის რეიგანის რადიო მიმართვის მნიშვნელობას ამახინჯებს.
„ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო, კანადას ტარიფებს 10%-ით ვუზრდი“, – წერს ტრამპი.
საუბარია კანადის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ რეკლამაზე, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია წარმოდგენილი. ვიდეო ჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს.
ტრამპის გადაწყვეტილებას კანადის ვაჭრობის მინისტრი, დომინიკ ლებლანკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არიან ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელ კოლეგებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პროგრესის გამოყენებით.
„ჩვენ კვლავაც ორიენტირებულები ვიქნებით იმ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე კანადაში მუშებსა და ოჯახებს და ეს პროგრესი საუკეთესოდ მიიღწევა აშშ-ის ადმინისტრაციასთან პირდაპირი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ივანიშვილისთვის აშშ-ს სანქციები დიდი დარტყმაა. გაუნათლებელმა, ძალაუფლება/ფულზე დახამებულმა ქოცებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ პრაქტიკულად არაფერს მოიმოქმედებდა. ამიტომ ხელები გაშალა და რუსულ ნავთობს კარები გაუღო