დონალდ ტრამპი – კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს

კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ. ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს კანადის საყოველთაო არჩევნებში.
„ვფიქრობ, „ლიბერალებთან“ საქმის დაჭერა უფრო ადვილია და შესაძლოა, გაიმარჯვონ, მაგრამ არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, კანადაში საყოველთაო 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“