აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.
„ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ ისრაელი და ირანი „სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ“, ორივე მათგანი ბევრ რამეს დაკარგავს.
„მათ იმდენი რამ აქვთ მოსაპოვებელი და ამავდროულად, იმდენი რამ აქვთ დასაკარგი, თუ ისინი სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ. ისრაელისა და ირანის მომავალი შეუზღუდავია და დიდი დაპირებებით სავსე. ღმერთმა დალოცოს ორივე!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
