დონალდ ტრამპი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს – სიბიესი

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს, მათ შორის ფორდოში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყარო „სიბიესს“ უყვება, აღნიშნული საკითხი დონალდ ტრამპს დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან უნდა განეხილა. წყაროების მტკიცებით, საკითხზე სრული თანხმობა -ის პრეზიდენტის ყველაზე ახლო მრჩევლებს შორის არ არსებობს.