– ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, -მა და ირანმა ომანში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გამართეს და ირანის პოზიცია ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე გასული წლის ივნისის 12-დღიანი ომის წინ იყო.
„ირანთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. როგორც ჩანს, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა იქნება ეს შეთანხმება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ეს მოლაპარაკებები იყო პირველი პირისპირ მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის გასული წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩს, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით გამართილი შეხვედრა თითქმის რვა საათს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დასაწყისში მხარეები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ცალ-ცალკე შეხვდნენ. იმავე დღეს, უიტკოფმა და კუშნერმა არაღჩისთან პირდაპირი მოლაპარაკებებიც გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას