დონალდ ტრამპი – ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა

ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოდიმ [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი] რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა. ის ჩემი მეგობარია და სურს, რომ ინდოეთში ჩავიდე. შესანიშნავი ადამიანია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, პრესკონფერენციის დაწყებამდე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა, რის გამოც ღონისძიება დროებით შეწყდა.
„ერთ-ერთ წარმომადგენელს თავბრუ დაეხვა და დაეცა. ამიტომ, შეწყვეტა მოგვიწია. ის კარგად არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ღონისძიების გაგრძელების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?