დონალდ ტრამპი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, 1-ელი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების შემოღების წინადადებით გამოდის. ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
ტრამპი საუბრობს ევროკავშირის სავაჭრო ბარიერებზე და აცხადებს, რომ სავაჭრო დეფიციტი შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც მიუღებელია.
“ევროკავშირი, რომელიც ვაჭრობაში აშშ-ის გამოყენების პირველადი მიზეზით შეიქმნა, ძალიან რთულია გარიგებისთვის. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დღგ გადასახადებმა, სასაცილო კორპორაციულმა ჯარიმებმა, არაფულადმა სავაჭრო ბარიერებმა, მონეტარულმა მანიპულაციებმა, ამერიკულ კომპანიებთან უსამართლო და გაუმართლებელმა სასამართლო დავებმა და სხვა, მიგვიყვანა შეერთებულ შტატებთან წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ სავაჭრო დეფიციტამდე, რიცხვამდე, რომელიც სრულიად მიუღებელია. მათთან ჩვენს საუბრებს არსად არ მივყავართ! შესაბამისად, ევროკავშირის წინააღმდეგ პირდაპირ 50%-იანი სავაჭრო ტარიფის რეკომენდაციით გამოვდივარ, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს