პრეზიდენტმა პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არც ძალიან ბევრად ჟღერს, მაგრამ ბევრია, თუ იცით, საიდან დავიწყეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს არის საშინელი ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.
„ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პუტინს სამი წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო და ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მაღალია, ვიდრე გამოქვეყნებული ციფრები. ეს ძალიან, ძალიან სასიკვდილო, საშინელი ომია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინას და რუსეთს კონფლიქტის მოგვარება სურთ.
„ვფიქრობ, რუსეთში, ნავთობის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, ნავთობის ფასი დაეცა, ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ მოსაგვარებლად,ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაში ვართ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. მათ მისი მოგვარება სურთ. უკრაინასაც სურს ამის მოგვარება. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, არავინ მოაგვარებდა“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.
