ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს

-ის პრეზიდენტი, ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე დენ კეინი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.