დონალდ ტრამპი ვაშინგტონის პრაიმერიზში დამარცხებაზე – ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით – ჰეილი „ლუზერია“, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კოლუმბიის ოლქს „ჭაობს” უწოდებს მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ იქ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზი მოიგო.
„მიზანმიმართულად თავი შორს დავიჭირე ვაშინგტონის კენჭისყრისგან, რადგან ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით. Birdbrain-მა (მეტსახელი, რომლითაც ტრამპი ჰეილის მოიხსენიებს) მთელი თავისი დრო, ფული და ძალისხმევა იქ დახარჯა. შაბათ-კვირას მოვიგეთ მისური, აიდაჰო და მიჩიგანი – ძალიან სუსტი მოწინააღმდეგის სრული განადგურება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
-ის ყოფილმა პრეზიდენტი პირობას დებს, რომ 5 მარტს, როდესაც შიდაპარტიული 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართება, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს.
„Birdbrain-ი ლუზერია, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა. მსიამოვნებს იმის ყურება, რომ „ჩიტი“ არ ასრულებს თავის დაპირებას, რომ არასოდეს დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტ ტრამპს („დიდ პრეზიდენტს“). დაუპირისპირდა, მოიტყუა და წააგო!“ – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად