დონალდ ტრამპი – ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის – დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს გამყოფად – არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება

არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ამასთან, მისი თქმით, ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის, რადგან “დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, გამყოფად“.
“დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო, ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და “ტრამპის” გარეშე ვერასდროს ვერ მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი აშშ დოლარით მეტი დახარჯა, და ევროპის ფული დაცულია, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის – დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება.
ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ “ტრამპს” და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკი სავარაუდოდ სურს, რომ “ფულის მატარებელმა” გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დამსხვრეულია, და მილიონები საჭიროების გარეშე დაიღუპა – და ასე გრძელდება…” , – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ – საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ – რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”