დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს. ენდრიუ პიკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცის თანაშემწეა. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ენდრიუ პიკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომის შემუშავებაში რუსეთის, უკრაინის ომისა და ნატო-ს მიმართ.
შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი, ენდრიუ პიკი მსახურობდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპული საკითხების მიმართულებით, ვიდრე უსაფრთხოების საკითხების გამოძიების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.
მანამდე, ენდრიუ პიკი ასევე იყო ორი ამერიკელი სენატორის მრჩეველი საგარეო საკითხებში, რომელთა საქმიანობა ფოკუსირებული იყო ირანზე, სირიაზე, ლიბანზე, ერაყზე, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობას ბაიდენის ადმინისტრაციაში მაიკლ კარპენტერი იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით