დღეს კირ სტარმერს შეხვდება

-ის პრეზიდენტი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება. როგორც Reuters წერს, ლიდერები შოტლანდიაში, ტრამპის გოლფის კურორტზე შეხვდებიან ერთმანეთს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპი და სტარმერი არაერთ თემას განიხილავენ, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესებას.
დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…