დონალდ ტრამპი – დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ

დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ­ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ახლახან პრეზიდენტ პუტინთან არაპირდაპირი საუბარი მქონდა. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ სატელეფონო საუბარი გვექნება. შესაძლოა სამმხრივი შეხვედრაც გვქონდეს, თუ არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება. თუ შეხვედრა შედგება, მაშინ დიდი შანსია, რომ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.
„ომი დასრულდება. როდის დასრულდება ვერ გეტყვით, მაგრამ იგი დასრულდება. პუტინს მისი დასრულება სურს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობა შეაქო.
„ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“, – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს, ჟურნალისტმა, ბრაიან გლენმა, რომელმაც ს ჩაცმულობა თებერვალში ვიზიტისას გააკრიტიკა.
„მეც ზუსტად ეგ ვთქვი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.