დონალდ ტრამპი – „დიდი რვიანიდან“ ს გარიცხვა შეცდომა იყო

„დიდი რვიანიდან“ ს გარიცხვა შეცდომა იყო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, მხოლოდ მას ესაუბრება.
„პუტინი მე მესაუბრება, სხვას არავის. რადგან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ის ობამასთან ერთად ტრუდომ გარიცხა, რომელმაც კიდევ ერთი ან ორი ადამიანი დაარწმუნა. ის მათთანაც კი არ საუბრობს, ვინც გარიცხა და მე მას ვეთანხმები“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს