აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დაგეგმილზე ადრე ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უნდა დავბრუნდე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.
კანადაში ვიზიტს წყვეტს და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.
