დონალდ ტრამპი გუანტანამოს ყურეში 30 000 არალეგალი კრიმინალი მიგრანტის გაგზავნას გეგმავს

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ათიათასობით უსაბუთო კრიმინალი მიგრანტის დასაკავებლად გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შესაბამისი დაწესებულების მომზადების შესახებ, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, პენტაგონს დაავალებს, მოამზადოს გუანტანამოს ყურე 30 000 “არალეგალი კრიმინალი უცხოელის” დასაკავებლად.
„ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, – განაცხადა ტრამპმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს და არა აღმასრულებელ ბრძანებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გუანტანამოში 30 000 საწოლია განთავსებული იმ დაკავებულების დასაბინავებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის საზოგადოებას.
„ზოგიერთი მათგანი იმდენად ცუდია, არც კი ვენდობით მათ ქვეყნებს, რომ შეაჩერებენ, რადგან არ გვინდა მათი დაბრუნება. ვაპირებთ მათ გუანტანამოში გაგზავნას“, – აღნიშნა ტრამპმა.
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ტრამპის გადაწყვეტილებას გუანტანამოში 30 000 მიგრანტის გაგზავნის შესახებ „სისასტიკე“ უწოდა.
„სისასტიკის აქტით, -ის ახალი მთავრობა აცხადებს გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ათასობით მიგრანტის დაპატიმრებას, რომლებსაც ძალით აძევებს და მათ წამებისა და უკანონო პატიმრობის ცნობილი ციხეების გვერდით განათავსებს“, – აღნიშნა მიგელ დიას-კანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა