დონალდ ტრამპი – გრენლანდიაში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის – ჩვენ იქ დაგვპატიჟეს

გრენლანდიაში -ის დელეგაციის ვიზიტი პროვოკაცია არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გრენლანდიიდან ბევრ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელთაც სურთ, რომ რაღაც მოხდეს და ისინი სათანადოდ დაცულები იყვნენ და მათზე იზრუნონ. ვფიქრობ, გრენლანდია არის ის, რაც შეიძლება ჩვენს მომავალში იყოს. ისინი გვეძახიან და ჩვენ იქ დაგვპატიჟეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან