დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, 17-19 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში მეორე სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს.
მედიის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტს უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა უმასპინძლებენ.
სასახლემ დაადასტურა, რომ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს სამდღიანი ვიზიტის დროს მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ეწვევა.
ღონისძიებების სრული პროგრამა ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ტიპის ყველა ვიზიტის მსგავსად, ის მოიცავს სრულ საზეიმო დახვედრას და სახელმწიფო ბანკეტს უინძორის ციხესიმაგრის წმინდა გიორგის დარბაზში.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, პრეზიდენტებს მეორე ვადის დროს სახელმწიფო ვიზიტს არ სთავაზობენ და მათ მონარქთან ჩაიზე ან სადილზე იწვევენ. ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტით 2019 წელს იმყოფებოდა, როდესაც მას დედოფალმა ელისაბედ II-მ უმასპინძლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“