– ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, აცხადებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის დროს გაცემული ყველა შეწყალების აქტი კანონიერად ძალადაკარგულია.
„ნებისმიერ ადამიანს, ვინც „შეწყალების“, „სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა დაკარგული აქვს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა. ოფიციალური პირების გარდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა.