დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისათვის დახმარება კრედიტის სახით უნდა მოხდეს

-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ “რესპუბლიკელები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის დამატებით დახმარებას, თუ ის სესხის სახით იქნება გათვალისწინებული”.

დონალდ ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მარ-ა-ლაგოსის აგარაკზე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან მაიკ ჯონსონთან გამართა კონსულტაციები. ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხს “პირდაპირ ახლა განიხილავენ“ და ფიქრობენ, რომ ეს (დახმარება) კრედიტის სახით გააკეთონ და არა საჩუქრად.

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრების გაცემას და ამ საკითხს განვიხილავთ. თუმცა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ევროპა უფრო აქტიურად იყოს ჩართული და გასცეს თანხები. მათ უნდა მისცენ რაღაც შესაფერისი, თუ ასე არ მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ადრე გამოხატა სკეპტიციზმი ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ არის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი. მისი პოზიცია გავლენას ახდენდა კონგრესის რესპუბლიკელებზე, სადაც უკრაინისთვის დახმარება კვლავ დაბლოკილია.
მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა გაახმოვანა უკრაინისთვის დახმარების მინიჭების შესაძლებლობა სესხის სახით.
„თვით პრეზიდენტი ც კი ლაპარაკობდა საკრედიტო კონცეფციაზე, სადაც… ჩვენ უბრალოდ კი არ ვუწევთ დახმარებას. ჩვენ ვამყარებთ ისეთ ურთიერთობებს, რომ მათ შეძლონ მისი ჩვენთვის დაბრუნება, როცა დრო მოვა“, – თქვა სპიკერმა. გამოცემა The Hill-ი აღნიშნავდა, რომ ასეთ მიდგომას შესაძლოა მხარი დაუჭირონ კონგრესში ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებმა.
თავდაპირველად კიევში ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ.
კანონპროექტი, რომელიც ს 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!