აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, შემოიღოს თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ საერთოდ არაფერი გააკეთოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ოვალური კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, კვლავ გამოთქვა თავისი პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომის შეჩერების მცდელობებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იგი სამშვიდობო პროცესში არცერთი ასპექტით არ არის კმაყოფილი.
კერძოდ, ტრამპის თქმით, მან ჯერ ვერ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ვოლიდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
„იქ საშინლად ბევრი სიძულვილია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. მე ვფიქრობ, ორ კვირაში გვეცოდინება, რა გზას ავირჩევ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ორ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას – ან დააწესოს მასიური სანქციები, ან საერთოდ არაფერი გააკეთოს.
„მე ვფიქრობ, რომ მეცოდინება რუსეთის დამოკიდებულება, ასევე უკრაინის, თუ გულწრფელად ვიტყვი, აქ ორი მხარეა, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს იქნება გადაწყვეტილება, დავაწესოთ თუ არა მასიური სანქციები, მასიური ტარიფები ან ორივე ერთად, ან საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ „ეს თქვენი ომია““, – განაცხადა ტრამპმა.
