დონალდ ტრამპი – აშშ „ჰუსიტების“ დაბომბვას შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაბომბვებს შეაჩერებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების“ განცხადებაა, რომ მათ ბრძოლა აღარ სურთ.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამას და შევაჩერებთ დაბომბვებს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იგულისხმა სამხედრო კამპანია, რომელსაც აშშ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მარტის შუა რიცხვებიდან ახორციელებს და რომელიც არის პასუხი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებსა და ს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.