-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ს პრეზიდენტი, -ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს.
ტრამპის თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა, თუმცა, ავტომობილების ნაწილებზე დამატებით თანხის გადახდა კომპანიებს, სავარაუდოდ, მაისიდან მოუწევთ.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, არის თუ არა შანსი, რომ ტარიფები გაუქმდეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება “უცვლელია”
“თუ მანქანებს აშშ-ში ააწყობ, მაშინ არ იქნება არანაირი ტარიფები” – თქვა ტრამპმა.
2024 წელს აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილის იმპორტირება მოხდა, რომელთა ჯამური ღირებულება $240 მილიარდამდე შეადგენს. აშშ-სთვის ავტომობილების მთავარი მიმწოდებლები მექსიკა, სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია არიან.

tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…