იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია

აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, – ამის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია“, – წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპს კონკრეტულად ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ამერიკელების დასაცავად „თავიანთი საქმე არ გაუკეთებიათ“.
„ახლავე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. 20 იანვარს შევხვდებით. MAGA!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო