დონალდ ტრამპი – -ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა

აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მჯერა, რომ ეს სრული განადგურება იყო. ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და მათ რაიმეს გამოტანის შანსიც არ ჰქონდათ. მსგავსი მასალის გამოტანა ძალიან რთული და საშიშია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, კვლავ დაარტყამს თუ არა აშშ ირანს, თუ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას აღადგენს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.
„რაც ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სურთ, ეს რაიმეს გამდიდრებაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სარაკეტო დარტყმებმა ირანის პროგრამა უკან ათწლეულებით დახია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტით „კმაყოფილია და პროცესი კარგად მიმდინარეობს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას