აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივგათავისუფლდებიან.
„ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ აღავდგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოიხსნება თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ჭაობს ვაშრობთ. არაარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, – აღნიშნა ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
