აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ მისი ინაუგურაციის შემდეგ. ამის შესახებ მან 7 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როდესაც მას პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს, ტრამპმა თქვა, რომ იცის, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
„არ მგონია, რომ 20 იანვრამდე შეხვედრა მიზანშეწონილია, რაც არ მომწონს, რადგან ბევრი ახალგაზრდა, ჯარისკაცი იღუპება ყოველდღიურად“, – დასძინა მან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში „არასდროს უნდა მომხდარიყო“ და ეს არ მოხდებოდა, თუ ის პრეზიდენტი იქნებოდა.