დონალდ ტრამპი – არაკეთილსინდისიერი ჯო „ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის, – ასე ეხმაურება -ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, აშშ-ის პრეზიდენტ ს განცხადებას.
მისი თქმით, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.
„ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. გახსოვდეთ – ეს ომი ისრაელში, ისევე, როგორც ომი ში, არასდროს დაიწყებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მალე, ჩვენ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მშვიდობას ძალით!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის სთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ