დონალდ ტრამპი – ამერიკის დაცემა დასრულდა, ყველაფერი დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება – ბოლო არჩევნები მანდატია, საშინელი ღალატი შევცვალო, ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო

ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამერიკის დაცემა დასრულდა. ყველაფერი დღეიდან შეიცვლება და ძალიან სწრაფად შეიცვლება. ბოლო მანდატია, რომ ეს საშინელი ღალატი შევცვალო და ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ს განცხადებით, იმედი აქვს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად დაიმახსოვრებენ.
„ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება“, – აღნიშნა ტრამპმა.