დონალდ ტრამპი – ამერიკა დაბრუნდა

ამერიკა დაბრუნდა, – ამ სიტყვებით დაიწყო -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლა.
პრეზიდენტმა საინაგურაციო სიტყვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ექვსი კვირის წინ “ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟი” გამოაცხადა.
„იმ მომენტიდან მოყოლებული, სხვა არაფერი მომხდარა, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. 43 დღეში ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ მიაღწია ოთხ თუ რვა წელიწადში. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ, ”- აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, „ამერიკული ოცნება შეუჩერებელია“.
ტრამპის სიტყვის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს “დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი, რომელმაც პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა შეძახილით : „თქვენ არ გაქვთ მანდატი“.