აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, ერიკ ტრამპმა Trump Vodka-ს წარმოება დაიწყო.
როგორც ცნობილია პირველი 4745 ბოთლი Special Edition-ის სახელით გაიყიდება და საკოლექციო კატეგორიას განეკუთვნება. საიუბილეო ბოთლის ფასი 750 მილილიტრზე 75 დოლარს შეადგენს.
ბოთლების რაოდენობა – 4745 სიმბოლურია, რადგან ტრამპი აშშ-ის 47-ე და 45-ე პრეზიდენტია.
კლასიკური Trump Vodka-ს ფასი კი 47.45 დოლარს შეადგენს.




