დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ირანელ ჰაკერებს მათ წინააღმდეგ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებით, მათი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რაც, სავარაუდოდ, ირანელმა ჰაკერებმა განახორციელეს.
მანამდე, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს საარჩევნო შტაბის დოკუმენტები, მათ შორის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის ვენსის შიდა კვლევა. Politico-ს ინფორმაციით, მათ დოკუმენტების ავთენტურობა დაამტკიცეს.
„ეს დოკუმენტები უკანონოდ მოიპოვეს მოპოვებული შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილმა უცხოურმა წყაროებმა, 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით“, – განუცხადა BBC-ს ტრამპის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა.
მან ახსენა კომპანია Microsoft-ის პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ივნისში, -ის საარჩევნო კამპანიის „მაღალი რანგის ოფიციალური პირის“ ანგარიშის გატეხვა სცადეს, თუმცა კომპანიას აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
„ირანელებმა იციან, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათ ტერორს შეაჩერებს ისევე, როგორც ეს თეთრ სახლში ყოფნის პირველი ოთხი წლის განმავლობაში გააკეთა“, – აღნიშნა ჩუნმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას