დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი – გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

გრენლანდია -ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ს მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმე კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებს ეხება.
„საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. ცდილობს არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. ჩვენ ორი გვყავს და ერთს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ყინულმჭრელებს ჩინელებიც იყენებენ და იმავე მიმართულებით მოძრაობენ. ასე რომ, საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც