დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
-ის პრეზიდენტის, ს მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში თბილისის დროით 09:01-ზე შევიდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან საუბარს ძალიან მალე აპირებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის ცნობით, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირაში შედგება.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან და მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეიბნაუმთან საუბრის შემდეგ კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა.