ს ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, ს ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია -ის კაპიტოლიუმის შენობაში შედგება, – ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს, რომელიც როგორც წესი, მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს უჭირავს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს:
„საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნებ და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
დონალდ ტრამპი, ფიცის დადების შემდეგ, საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, , ბარაქ ობამა და . ასევე მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი , რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.
ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას, მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება.
დონალდ ტრამპი -ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო