დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ს თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მონტანას შტატში. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე ბოზმენში მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის, ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა. ქალაქი ბილინგი 150 მილის მოშორებითაა ბოზმენიდან.
მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება