დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამივე ეტაპის განხორციელებაში დარწმუნებული არ არის

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამივე ეტაპის განხორციელებაში დარწმუნებული არ არის.
„არ ვარ დარწმუნებული. ეს ჩვენი ომი არ არის, მათი ომია. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ მეორე მხარეს ისინი ძალიან დასუსტებულები არიან“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.
-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზა „სხვაგვარად უნდა აღდგეს“.
„ღაზის სურათი ვნახე. მასობრივი ნგრევის ადგილს ჰგავს. ღაზა საინტერესოა. არაჩვეულებრივი ადგილია ზღვის სანაპიროზე, საუკეთესო ამინდით. ყველაფერი კარგია. ბევრი შესანიშნავი რამის გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში 19 დეკემბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი, ხოლო ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია