დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან არსებობს პროგრესის შანსი და სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გააუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა სურს. კერძოდ, კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს მშვიდობა, ტრამპმა უპასუხა : „მჯერა“.
ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, -ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა : „მჯერა“.
შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა, და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ომის დასასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია