დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადუროს ტელეფონით ესაუბრა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ტელეფონით ესაუბრა.
„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება; პასუხია კი. არ ვიტყოდი, რომ კარგად ან ცუდად ჩაიარა. ეს სატელეფონო საუბარი იყო“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ესაუბრა თუ არა ნიკოლას მადუროს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და მადურომ ტელეფონით ისაუბრეს.
ამასთან, -ის პრეზიდენტის განმარტებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გაფრთხილება, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს, არ იყო სიგნალი, რომ საჰაერო დარტყმა გარდაუვალია.
„ნურაფერს ამოიკითხავთ ამაში“, – განაცხადა ტრამპმა და განმარტა, რომ საჰაერო სივრცის შესახებ გაფრთხილება გააკეთა, რადგან ვენესუელას არც თუ ისე მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება