დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა“.

„თუ რაღაც მოხდება, მაშინ მთელი ქვეყანა აფეთქდება. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა NewsNation-თან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში მას აშშ-ის მოქმედებისთვის „ძალიან მკაცრი მითითებები“ აქვს გაცემული.

ასევე, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ირანის მუქარაზე ძლიერი პასუხი უნდა გაეცა.

„პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა დაიცვას. მე მუქარას გადამწყვეტ პასუხს გავცემდი, მაშინაც კი, თუ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სანიკიძე: ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის