დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დონალდ ტრამპის განცხადებით, ს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ზელენსკიმ ს ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან სამ წელიწადში ომის დასრულება ვერ მოახერხა.
„არა მგონია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრებში მონაწილეობისთვის, სიმართლე რომ გითხრათ. როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის [საუდის არაბეთში] შეხვედრაზე არ მიიწვიეს, ვგულისხმობ, რომ ეს პრიორიტეტი არ ყოფილა, ვინაიდან ის აქამდე ასე ცუდად აწარმოებდა მოლაპარაკებებს”, – განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ომის აღკვეთა შეეძლოთ.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ვამბობ: „ეს რუსეთის ბრალი არ არის”, ყოველთვის „ფეიკ“ ახალ ამბებს მესვრიან, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ ბაიდენი არასწორ რაღაცებს ამბობდა, ზელენსკი არასწორ რაღაცებს ამბობდა, მათ თავს დაესხა ვიღაც, ვინც გაცილებით დიდია და გაცილებით ძლიერია. და ისე მარტივი იყო რუსეთის ამისგან გადარწმუნება”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში