დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს 10 ან 12 დღის ოდენობით ვადას აძლევს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
ამასთან, როგორც ტრამპმა განაცხადა, „თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მეორად სანქციებს დავაწესებთ“.
„არ მინდა რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ, მან [] შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის მიცემულ 10 ან 12-დღიანი საბოლოო ვადის შესახებ განცხადებას დღეს ან ხვალ გაავრცელებს.
„ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებებით დიდად დაინტერესებული აღარ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…