დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადებს.
„ოვალურ კაბინეტში დიდ და უაღრესად პატივსაცემ ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პირველი მრავალთაგან“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ეს სახელმწიფო შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი იყოს.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა