დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება.
„1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. მსგავსი რამ არავის უნახავს. რა თქმა უნდა, ხარჯებთან დაკავშირებით ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებთ, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები ის არის, რაც უნდა ავაშენოთ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან გარშემო ძალიან ბევრი ცუდი ძალა მოქმედებს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე.
დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპი შეიარაღებულ ძალებს სწრაფად აღადგენს“.
„ძალიან მალე, პირველად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება. გადასახადის გადამხდელთა ყოველი დოლარის გონივრულად დახარჯვას ვაპირებთ: ლეტალურობასა და მზადყოფნაზე“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს