დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლები ახლა რუსეთში მიემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ.
როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.
კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები „მიდიან რუსეთში ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ .
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო „პოზიტიური გზავნილები“ სა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციალის შესახებ, თუმცა, მისი თქმით, „პოზიტიური მესიჯი არაფერს ნიშნავს”.
“[ეს] ძალიან სერიოზული სიტუაციაა”, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება.
„თუ ასე მოვიქცევით, ვფიქრობ, ეს იქნება ამ საშინელი სისხლისღვრის [დასრულებამდე] გზის 80%”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია