დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არის, რაც ირანის პრეზიდენტმა უარყო

ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ ირანთან ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ირანი ნაწილობრივ დათანხმდა პირობებს და ისინი, როგორც ამას მე ვუწოდებ, ბირთვულ მტვერს არ შექმნიან. ირანში ბირთვულ მტვერს ჩვენც არ შევქმნით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადება ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უარყო და აშშ-ის პრეზიდენტს გულუბრყვილო უწოდა.
„გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია დაგვემუქროს და ჩვენ მის მოთხოვნებს დავთანხმდებით. ჩვენს ღირსებას არასდროს დავთმობთ და ეს ყველა ირანელის სისხლშია“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი