დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია – ჯო ბაიდენი

ს განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია –
დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი“.
ბაიდენის შეფასებით, ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, რომ კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად.
„აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ფსონები უკვე მაღალი იყო, ვიდრე კანონპროექტს სენატში მიიღებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ეს ფსონები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკის მომგვრელი, აშკარად არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერების მხარდაჭერა ს პრეზიდენტის, ს მხარდაჭერის ტოლფასია და ასეთ შემთხვევაში მისი თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს გასცდეს.

ასევე დაგაინტერესებთ